„ჩინეთის მთავრობის სტიპენდია 2025-2026"

 

პროგრამის აღწერა

 

სასტიპენდიო პროგრამა „ჩინეთის მთავრობის სტიპენდია 2025-2026“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საპარტნიორო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმება და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს 2024 წლის 1 ნოემბრის N1408737 წერილი სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით.

კონკურსანტთა ნომინირების მიზნით პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.

პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის ხელშეწყობასა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.campuschina.org/content/details3_74776.html

აკადემიურ პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ან/და ჩინურ ენებზე, (ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული მოთხოვნები იხილეთ უნივერსიტეტების ვებ-გვერდზე).

 

 

პროგრამის განხორციელება

 

2025-2026 აკადემიური წლის დაფინანსების მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონული სისტემის სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან ერთად https://app.iec.gov.ge, უნდა შეავსონ ჩინეთის სააპლიკაციო სისტემის ელექტრონული განაცხადის ფორმა http://www.campuschina.org კონკურსანტი, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის განაცხადის შევსებისას, სამოტივაციო წერილის ველში იხილავს ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში რეგისტრაციისათვის აუცილებელ კოდს (Agency Number).

 

ა) წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენია:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/ პასპორტის ასლი;

2. CV/რეზიუმე (PDF ფორმატით, ქართულ ენაზე);

3. სარეკომენდაციო წერილი (შევსებული ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში, იმავე რეკომენდატორის მიერ, რომელთაც აპლიკანტის რეკომენდაცია წარადგინეს ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში http://www.campuschina.org, რეკომენდატორმა რეკომენდაცია უნდა წარმოადგინოს განაცხადის გაგზავნამდე, არაუგვიანეს 31 იანვრის 23:59 სთ)"

4. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (ივსება ცენტრის ელექტრონულ სისტემაში);

5. ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში - http://www.campuschina.org -ზე შევსებული განაცხადი.

 

არსებობის შემთხვევაში:

სოციალური სტატუსის შესახებ დოკუმენტი: სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ცენტრი იტოვებს უფლებას ჩაატაროს გასაუბრება კონკურსანტებთან.

 

 

ბ) საკონკურსო მოთხოვნები

 

პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში ელექტრონული განაცხადის შევსების ინსტრუქცია და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ შესავსები ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში დანართის სახით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განიხილება მხოლოდ ორივე სისტემაში: https://app.iec.gov.ge/ და http://www.campuschina.org სრულყოფილად შევსებული და გამოგზავნილი განაცხადი.

 

 

ვადები

 

განაცხადების გადმოგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 15 ნოემბრიდან 10 თებერვლის (23:59 სთ) ჩათვლით. 

 

განაცხადების მიღების პერიოდში კონსულტაციები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში ჩატარდება ყოველ პარასკევს 14:00 სთ-ზე. 

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II. 

 

პროგრამის ადმინისტრირებას, კონკურსანტთა ნომინირების მიზნით, აწარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო ნომინირებული კონკურსანტებისთვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო შერჩევას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს ჩინეთის მხარე".

 

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345