საპარტნიორო პროგრამის - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum” კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა 2025 – 2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა

პროგრამის მიზნები და პირობები

 

პროგრამის მიზანია სასტიპენდიო პროგრამის - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში “Stipendium Hungaricum” კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტიპენდიის მფლობელი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.

დაფინანსება მიენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებიც მომართავენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს (შემდგომში „ცენტრი“) განცხადებით და წარმოადგენენ უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით, საშუალო ჯამურ შეფასებას (GPA) - მინიმუმ 4 (კარგი) ქულა, რომელიც საერთაშორისო შეფასების სისტემით განიმარტება როგორც “B“.

დაფინანსების ათვისება ნებაყოფლობითია. 

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum” კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული, სტიპენდიის მფლობელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, რომლებსაც დასრულებული აქვთ პირველი აკადემიური წლის პირველი სემესტრი.

 

 

განაცხადების მიღება

 

ელექტრონული განაცხადის (შემდგომში, „განაცხადი“) შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge. ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე, შესაბამის ვადაში.

დაფინანსებისთვის განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში, წესების დაცვით.

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

განაცხადის შევსებისას ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support

ცენტრი, კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;

ცენტრი და შესაბამისი საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს აპლიკანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, აპლიკანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ელექტრონული განაცხადების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს აპლიკანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა აუცილებელია ცენტრის ელექტრონულ სისტემაში (https://app.iec.gov.ge/) ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

➢ CV/რეზიუმე;

➢ სამოტივაციო წერილი;

➢ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

➢ შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის (GPA) მითითებით;

➢ განცხადება ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა - დანართი 1);

 

შენიშვნა: კონკურსანტმა ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

 

განაცხადების განხილვა და ვადები

 

დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული კომისია.

საკონკურსო კომისია დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განაცხადების განხილვისა და აპლიკანტებთან გასაუბრების საფუძველზე.

 

დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 ივლისიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადები განიხილება ეტაპობრივად, კერძოდ:

➢ 2025 წლის 20 აგვისტომდე განიხილება 15 აგვისტოს ჩათვლით შემოსული განაცხადები.

➢ 2025 წლის 20 სექტემბრამდე განიხილება 15 სექტემბრის ჩათვლით შემოსული განაცხადები.

 

 

მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები
 

ხელშეკრულების გაფორმება

ამ დანართით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი, დაფინანსების გაგრძელების წესი და ა.შ.

 

მხარეთა ვალდებულებები

 

ცენტრი იღებს ვალდებულებას:

- კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების გზით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

- დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის “შესაბამისად). - დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დაფინანსებული პირის ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადებად, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის შესაძლებლობას.

- საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, იგივე აკადემიური მიმართულებით, შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ შემდგომ აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი და დოკუმენტი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. ასევე უფლება აქვს ცენტრის პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით კვლავ მოიპოვოს დაფინანსება შემდგომ აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით. აღნიშნული განიხილება ვალდებულებების შესრულების გადავადებად და ვალდებულებების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის დასრულებისთანავე.

- დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში უფლება არ აქვს მოითხოვოს დაფინანსება ორჯერ ერთსა და იმავე საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის მიზნით.

- დაფინანსებული პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს დაფინანსების სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

- სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

ვალდებულების გადავადება

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა: - პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური სემესტრის დაფინანსების განხილვის საფუძველია წინა აკადემიურ სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრება - უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 4 (კარგი) ქულა, რომელიც საერთაშორისო შეფასებს სისტემით განიმარტება როგორც “B “.

- დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

 

დაფინანსების სახე და ბიუჯეტი

 

- დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სემესტრულად 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ევროს ოდენობით, ეკვივალენტი ლარში (საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, უნგრეთში სწავლის პერიოდში საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

- პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების გაცემა უზრუნველყოფილი იქნება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება

ბრძანების დანართი

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567