სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამები 2025-2026

ქვეპროგრამის აღწერა
  •  

  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „საზღვარგარეთ სამაგისტრო საფეხურზე განათლების მიღების ხელშეწყობა 2025-2026“ ქვეპროგრამის „სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამები 2025-2026“ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ დაფინანსება საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით ამ ქვეპროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულებებზე.

  •  

    ქვეპროგრამის მიზანი: საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში.

     

  • ქვეპროგრამის ამოცანები: ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოში მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში   ინტეგრირების ხელშეწყობა. 

     

  • ქვეპროგრამის შედეგი: გრანტის მფლობელის მიერ სწავლის დასრულების შემდგომ მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აგრეთვე, საქართველოში დაბრუნება სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნება და დასაქმება საქართველოში, შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. 

     

  • გრანტის გაცემის წესი: გრანტი გაიცემა კონკურსის წესით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სამართლიანობის, შეჯიბრობითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
    გრანტი გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ, როგორც ერთწლიან, ასევე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე  სწავლის მიზნით (მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების წინაპირობით პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში). 

  •  

    ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადგილზე სრული დასწრების ფორმატის სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.
  •  

  •  

    პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები

     

    2025-2026 სასწავლო წლისთვის ამ ქვეპროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

  • ➢ ხელოვნება;
  • ➢ კონსერვაცია/რესტავრაცია;
  • ➢ კულტურული მემკვიდრეობა.

     

     

    განაცხადის წარმოდგენის პროცედურა

     

    განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge . ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე საკონკურსო ვადის ფარგლებში.

    საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით. 
    განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
    კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.

    ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;

    ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
    სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა  ქვეპროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს  მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
     

  •  

    ვადები

     

    ადმინისტრირება

    ➢ განაცხადის წარმოდგენა - 2025 წლის 17 მარტიდან - 30 აპრილის 15:00 საათამდე;

  • ➢ საკონსულტაციო შეხვედრები - ყოველ პარასკევს 14:00 სთ-ზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფისში.

  • რეგიონებში მცხოვრები კონკურსანტებისთვის ჩატარდება ერთი Online საინფორმაციო შეხვედრა (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით)

    ➢ განაცხადების ტექნიკური შემოწმება - რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღე

    ➢ ხარვეზის შესწორება - 5 სამუშაო დღე

  • შედეგების გამოცხადების ეტაპები

    ➢ განაცხადების ტექნიკური შემოწმების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 19 მაისისა.

  • ➢ განაცხადების შინაარსობრივი შეფასების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 13 ივნისისა.

  • ➢ გასაუბრების ეტაპის (საბოლოო) შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 30 ივნისისა.

  • ხელშეკრულების გაფორმება - 10 ივლისის ჩათვლით.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ პირობებს:

➢ ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; ან სწავლობს საზღვარგარეთ, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.
➢ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით.

➢ მოიპოვებს/მოპოვებული აქვს თანადაფინანსება მიმღები საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ეს პირობა არ ეხება, იმ კონკურსანტებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან უფასო აკადემიურ პროგრამაზე და მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის საფასური აქვთ გადასახდელი

 

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

➢პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

➢CV;

➢ სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);

➢ მინიმუმ ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე).

➢ დოკუმენტი შერჩეული სამაგისტრო პროგრამის ამ ქვეპროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებასთან მიკუთვნების შესახებ (მოთხოვნის შემთხვევაში).

➢ დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში საშუალო ქულის მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საშუალო ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები;

➢ საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური ან/და ადმინისტრაციული პირობისა (*შესაბამის ვადაში);

➢ მიმღები უნივერსიტეტის მიერ სწავლის საფასურის თანადაფინანსების შესახებ დოკუმენტი (*შესაბამის ვადაში);

➢ დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ (დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში).

 

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს:

1. ბაკალავრის დიპლომი/დიპლომის დროებით არქონის შემთხვევაში, ცნობა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.

2. დიპლომის დანართი/ ნიშნების ფურცელი

  •  - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი,ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის  შემთხვევაში.
  •  - საფრანგეთის უსდ-ების კურსდამთავრებულთათვის - (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა,
  •  - იტალიაში უსდ-ების კურსდამთავრებულთათვის - 30 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 25 ქულა).
  •  - უნგრეთის უსდ-ების კურსდამთავრებულთათვის - 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 4 ქულა).

 

საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სტუდენტმა, უნდა წარმოადგინოს:

1. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
2. განვლილი სემესტრის/სემესტრების ნიშნების ფურცელი სემესტრული შეფასებების საშუალო მაჩვენებლით: 

  • - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი,ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
  • - საფრანგეთის უსდ-ების სტუდენტთათვის - (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა,
  • - იტალიაში უსდ-ების სტუდენტთათვის - 30 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 25 ქულა).
  • - უნგრეთის უსდ-ების სტუდენტთათვის - 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 4 ქულა).

 

3. საკონკურსო ვადაში აღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას - შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი  ოფიციალური დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, კონკურსანტის განაცხადი შეფასებული იქნება უკვე მოპოვებული აკადემიური ხარისხის დიპლომის, დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის საფუძველზე.

 

* სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში - ნებაყოფლობით).

 

კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს დამატებით წარმოადგინოს:

  1. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
  2. სამეცნიერო ნაშრომების და პუბლიკაციების, განხორციელებული პროექტებისა და კვლევების ინფორმაცია.

 

საყურადღებო ტექნიკური მოთხოვნები:

- ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე შედგენილი. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტაცია განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

- ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსების პირველ ეტაპზე უნდა მიეთითოს ის დაწესებულება და პროგრამა, სადაც კონკურსანტი აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურას. შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტის/პროგრამის მითითება. განიხილება მხოლოდ განაცხადში მითითებულ დაწესებულებაში და პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

 

დოკუმენტების წარმოდგენის I ეტაპი  - ძირითად საკონკურსო (17/03/2025 - 30/04/2025, 15:00 სთ-მდე) ვადაში კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საკონკურსო დოკუმენტი გარდა საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის, სწავლის საფასურის/თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტისა.

 

დოკუმენტების წარმოდგენის II ეტაპი - საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის და სწავლის საფასურის/თანადაფინანსების შესახებ წერილის წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივლისისა.

 

განაცხადების ტექნიკური შემოწმება და ხარვეზის დადგენა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საკონკურსო განაცხადების ქვეპროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კონკურსანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი.

 

შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, დოკუმენტების ტექნიკური შემოწმების ეტაპზე კონკურსანტს ენიჭება ბონუს ქულა (მაქსიმუმ - 5 ქულა) სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადასტურების შემთხვევაში, (თითო სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებულ შედეგთან ერთად.

 

ხარვეზი შეიძლება დადგინდეს საკონკურსო ვადაში არასათანადო ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ.

ხარვეზის შესწორება შესაძლებელია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში. ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან/და ნაწილობრივ აღმოფხვრის შემთხვევაში კონკურსანტი ვერ გააგრძელებს კონკურსის შემდეგ ეტაპებზე მონაწილეობას. დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმების შემდგომ, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.

 

 

საკონკურსო შეფასების პროცესი

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას, გამარჯვებულის გამოვლენასა და გრანტის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიღებას.

 

საკონკურსო კომისია აფასებს განაცხადებს ორ ეტაპად:

I ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.

II ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება.

 

* შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ.

 

კომისიის წევრების მიერ ელექტრონული განაცხადი ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შეფასების პირველი და მეორე ეტაპის შედეგები არ ჯამდება. კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მეორე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტი გრანტის მფლობელი ხდება გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ (შემდგომში, ხელშეკრულება). ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

 

გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულება გაფორმდება ამ ქვეპროგრამის პირობების შესაბამისად:

  • - საზღვარგარეთ, ქვეპროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე;
  • - სწავლის საფასურის (აღნიშნულის დაფინანსების მოთხოვნის შემთხევაში) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;
  • - სწავლის საფასურის თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;

 

საზღვარგარეთ, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთან, რომელიც ითხოვს 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის/სემესტრის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა - წლიური საშუალო აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე 

  • -GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი,ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
  • -საფრანგეთის უსდ-ების სტუდენტთათვის- 20 ქულიანი  შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა,
  • -იტალიაში უსდ-ების სტუდენტთათვის - 30 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 25 ქულა).
  • -უნგრეთის უსდ-ების სტუდენტთათვის- 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 4 ქულა).

 

(!) ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ზემო აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია ქვეპროგრამასთან.

(!)(!) გრანტის მფლობელს ამავე ან ცენტრის სხვა საგრანტო პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით.

(!)(!)(!) ქვეპროგრამის პარალელურად, სხვა ევროპული (Erasmus +, Erasmus Mundus და ა.შ) თუ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებით სარგებლობა.

 

მხარეთა ვალდებულებები

სსიპ განათლების საერთაშორისო იღებს ვალდებულებას:

- კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გრანტის მფლობელის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ ქვეპროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

გრანტის მფლობელი იღებს ვალდებულებას:

  • -სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
  • -დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლით სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. (კერძოდ, 5 წლის განმავლობაში, საქართველოში დაყოვნდეს და დააგროვოს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება).
  • -ცენტრის შეთავაზების შემთხვევაში, ითანამშრომლოს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
  • -დაასრულოს სწავლა სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში (დამატებითი სემესტრის/სემესტრების საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია).
  • -წერილობით აცნობოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს 2 კვირაზე მეტი დროით სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის შემთხვევის შესახებ.
  • -ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა

საკონკურსო კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის გრანტის მინიჭებისთვის განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება: 

  • -GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი,ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.
  • -საფრანგეთის უსდ-ების სტუდენტთათვის- 20 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 13 ქულა,
  • -იტალიაში უსდ-ების სტუდენტთათვის - 30 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 25 ქულა).
  • -უნგრეთის უსდ-ების სტუდენტთათვის- 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 4 ქულა).

 

დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

ქვეყანაში დაბრუნების, დაყოვნებისა და დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადება

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის მფლობელმა შესაძლოა ისარგებლოს საქართველოში დაბრუნების, დაყოვნებისა და დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადების უფლებით:

1. საზღვარგარეთ არაუმეტეს ერთი წლის ვადით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. ამისათვის, გრანტის მფლობელმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, ოფიციალური დოკუმენტი დასაქმების შესახებ და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით.

2. საზღვარგრეთ, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით იმავე აკადემიური მიმართულებით. ამისათვის, გრანტის მფლობელმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის ოფიციალური წერილი და დოკუმენტი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. მას ასევე აქვს უფლება, ცენტრის სხვა პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, კვლავ მოიპოვოს დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, გრანტის მფლობელი კარგავს აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.

 

პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობაზე

გრანტის მიმღების მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

 

 

დაფინანსების სახე, ანგარიშსწორების წესი

 

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს გრანტის მიმღებს მიზნობრიობის შესაბამისად:

  • - სწავლის საფასურს საზღვარგარეთ, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გრანტის მიმღების მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია თანხა გადაირიცხოს მის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულ შემთხვევაში, გრანტის მიმღებმა საფასურის გადახდის შემდგომ უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.;
  • - საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება გრანტის მიმღების პირად საბანკო ანგარიშზე.

 

ქვეროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
  •  
  • მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
  • ტელეფონი: 032 2 97 01 97
  • ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
  • ვებგვერდი: iec.gov.ge
  •  
  •  

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება 

ბრძანების დანართი 

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«მარტი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456