სახელმწიფო საგრანტო პროგრამის აღწერა
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის “საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 2025-2026 – II გამოცხადება“ (შემდგომში - პროგრამა) ფარგლებში საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს (ასევე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს) შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, სამსახურებრივი ფუნქციების შესაბამისად.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის და უნდა იძლეოდეს თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ ვიზიტის პერიოდი: 2025 წლის ნოემბერი - 2026 წლის მაისი.
პროგრამის მიზანი: საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.
პროგრამის ამოცანა: საჯარო სექტორისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანური რესურსის მომზადება, რომელსაც შეეძლება საერთაშორისო გამოცდილების ეფექტიანად დანერგვა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
გრანტის გაცემის წესი: გრანტი გაიცემა კონკურსის წესით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს ადგილზე სრული დასწრების ფორმატის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დაფინანსებას.
საკონკურსო კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული თანადაფინანსების შესახებ.
შენიშვნა: ცენტრის კურსდამთავრებულს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, თუ უკვე სრულად შესრულებული აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებები.
განაცხადის წარმოდგენის პროცედურა
განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში https://app.iec.gov.ge. ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
განაცხადის შევსების პროცესში, ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support
კონკურსანტის ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება საკონკურსო განაცხადის შესაბამისი გვერდის („შედეგები“) მეშვეობით.
ცენტრი, კონკურსანტთან კომუნიკაციის მიზნით, იყენებს განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას, ცენტრმა პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ვადები
ადმინისტრირება
- - განაცხადის წარმოდგენა - 2025 წლის 5 სექტემბრიდან - 3 ოქტომბრის 15:00 საათამდე;
- - საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, კერძოდ:
-
-
- - განაცხადების ტექნიკური შემოწმება - რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღე.
- - ხარვეზის შესწორება - 5 სამუშაო დღე.
შედეგების გამოცხადების ეტაპები
- - განაცხადების ტექნიკური შემოწმების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 16 ოქტომბრისა.
- - განაცხადების შინაარსობრივი შეფასების შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 23 ოქტომბრისა.
- - გასაუბრების ეტაპის (საბოლოო) შედეგების გამოცხადება - არაუგვიანეს 2025 წლის 10 ნოემბრისა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე/CV;
- სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილში კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსის ნებისმიერი ეტაპიდან);
- რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან — გაცემული უშუალო ხელმძღვანელის ან სხვა ზემდგომი პირის მიერ. (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის ელექტრონულ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ, კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის ელექტრონულ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის ელ.ფოსტაზე);
- ცნობა სამსახურის შესახებ კონკურსანტის თანამდებობის და ფუნქცია-მოვალეობების მითითებით რეკომენდატორი ორგანიზაციისგან.
- ორგანიზაციის ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინფორმირებული თანხმობა (ვიზიტის თარიღებისა და მომწვევი ორგანიზაციის მითითებით); დასტური, რომ დაწესებულებას დასაქმებული შესაბამისი კვალიფიკაციით ესაჭიროება მინიმუმ 12 თვე (სატიტულო ფურცელზე).
- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მიღების/მოწვევის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი (კურსის განხორციელების თარიღების მითითებით);
- დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ (დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში).
საყურადღებო ტექნიკური მოთხოვნა:
ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე შედგენილი. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტაცია განიხილება სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
განაცხადების ტექნიკური შემოწმებისა და შეფასების პროცესი
განაცხადების ტექნიკური შემოწმება და ხარვეზის დადგენა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საკონკურსო განაცხადების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კონკურსანტის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ შემოწმებას. საკონკურსო კომისიას განსახილველად გადაეცემა მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი.
არასათანადო ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაცია დახარვეზდება და განესაზღვრება დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან/და ნაწილობრივ აღმოფხვრის შემთხვევაში, კონკურსანტი ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებას, გამარჯვებულის გამოვლენასა და გრანტის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას.
საკონკურსო კომისია აფასებს განაცხადებს ორ ეტაპად:
I ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება.
II ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება.
* შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ.
კომისიის წევრების მიერ ელექტრონული განაცხადი ფასდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შეფასების პირველი და მეორე ეტაპის შედეგები არ ჯამდება. კონკურსის პირველ ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მეორე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.
გამარჯვებულად გამოვლენილი კონკურსანტი გრანტის მფლობელი ხდება გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი, მომწვევი ორგანიზაციის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით განსაზღვრული კურსის განხორციელების თარიღი და ა.შ.
ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუთავსებელია სახელმწიფო საგრანტო პროგრამასთან.
მხარეთა ვალდებულებები
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ვალდებულია:
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გრანტის მიმღების ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
გრანტის მიმღები ვალდებულია:
-
- პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამის პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
- დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს რეკომენდატორ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა გრანტის მოპოვების პერიოდში.
(!) გრანტის მიმღებს არ აქვს უფლება საზღვარგარეთ სწავლის მიზნით ამავე ან/და ცენტრის სხვა საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობაზე:
პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
დაფინანსება და ანგარიშწორების წესი
დაფინანსება გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურისა ან/და პროგრამაზე დასწრების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ.
კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის სახით გამოყოფილ თანხას ცენტრი ურიცხავს გრანტის მიმღებს მიზნობრიობის შესაბამისად:
- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურს ცენტრი გადარიცხავს უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებაში. ასევე, გრანტის მიმღების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია თანხა გადაირიცხოს მის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულ შემთხვევაში, გრანტის მიმღებმა საფასურის გადახდის შემდგომ უნდა წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება გრანტის მიმღების პირად საბანკო ანგარიშზე.
სახელმწიფო საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.
დამატებითი ინფორმაცია
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
-
- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
ტელეფონი: 032 2 97 01 97
ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
ვებგვერდი: iec.gov.ge
იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი;
ბრძანება;
ბრძანების დანართი;