პროგრამის აღწერა
სასტიპენდიო პროგრამა სომხეთის რესპუბლიკაში წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას (შემდეგში „პროგრამა“), რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2023 წლის 9 მარტს გაფორმებული მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
პროგრამის მიზანია ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობისა და არსებული ურთიერთობების გაღრმავება, ისევე, როგორც ახალი და აქტიური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის ხაზგასმა.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად.
პროგრამის განხორციელება
პროგრამა ითვალისწინებს სომხეთის რესპუბლიკაში, პარტნიორ უნივერსიტეტებში* სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების დაფინანსებას ნებისმიერი აკადემიური მიმართულებით. ზემოაღნიშნული მემორანდუმის მე-3 მუხლის მიხედვით, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველთათვის ყოველწლიურად გაიცემა 10 სტიპენდია.
2025-2026 აკადემიური წლისთვის სომხეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს უნდა წარმოუდგინოს პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე - info-iec@iec.gov.ge.
სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი 1)
2. დიპლომი (დიპლომის დროებით არქონის შემთხვევაში, ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ).
3. დიპლომის დანართი / ოფიციალურად გაცემული ნიშნების ფურცელი;
4. CV/რეზიუმე
5. სამოტივაციო წერილი
6. პასპორტის ასლი
7. 4 (ოთხი) ფოტო სურათი
- არსებობის შემთხვევაში:
სოციალური სტატუსის შესახებ დოკუმენტი: სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გაითვალისწინეთ: ყველა სავალდებულო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე: ქართულად და სომხურ/ინგლისურ ენაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
- ქართულ ან სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს სომხურ/ინგლისურ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
2.2 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს:
• ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა გამოცდა, საჭიროებისამებრ).
* პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები:
1. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (https://www.ysu.am/en)
2. სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (https://polytech.am/en/home/)
3. სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი (https://nuaca.am/?lang=en)
4. ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (https://aspu.am/en/)
5. სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტი (https://asue.am/en)
6. ბრიუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (https://brusov.am/en/)
7. ფონდი „მ. ნალბანდიანის შირაკის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (https://shsu.am/en/)
8. ფონდი „ჰ. თუმანიანის ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (https://vsu.am/vsu-copy-2/)
9. ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (https://conservatory.am/)
10. ფონდი "სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია" (https://safa.am/)
11. ერევნის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტი (https://www.ystfi.am/)
12. ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (https://ysmu.am/)
13. ფონდი „სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტი“ (https://sportedu.am/asipcs/%D5%AF%D5%A1%D5%BC%D5%B8%D6%82%D6%81%D5%BE%D5%A1%D5%AE%D6%84/about-us?lang=en)
14. სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი (https://anau.am/en/)
15. ფონდი „გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (https://www.anqa.am/en/institutional-accreditation-state-register/gavar-state-university/)
16. გორისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (https://gorsu.am/en/)
3. საკონკურსო ვადები
• სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელ. ფოსტაზე (info-iec@iec.gov.ge) განაცხადების მიღება - 2025 წლის 17 აპრილიდან 2025 წლის 19 მაისის 15:00 საათამდე.
• მიღებული განაცხადების ტექნიკური შემოწმება და ხარვეზის შესახებ აპლიკანტთა ინფორმირება განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტაზე - 2025 წლის 20 მაისი.
• აპლიკანტების მიერ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება - 2025 წლის 27 მაისის 15:00 საათამდე.
• ჯგუფური გასაუბრება კონკურსანტებთან - 2025 წლის 30 მაისი.
• კონკურსანტთა ნომინირება - 2025 წლის 2 ივნისი.
განაცხადების მიღების პერიოდში კონსულტაციები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში ჩატარდება 1, 8, 15 მაისს 14:00 სთ-ზე.
დაფინანსების პირობები
პროგრამის ადმინისტრირებას, კონკურსანტთა ნომინირების მიზნით, აწარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო ნომინირებული კონკურსანტებისთვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო შერჩევას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროგრამის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული სტუდენტები:
1. თავისუფლდებიან სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურისგან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000000 სომხურ დრამს.
2. იღებენ სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სომეხი მოქალაქეებისთვის კანონით განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებას პირადი ხარჯებისთვის - მაქსიმუმ 50000 სომხური დრამი.
3. უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.
4. სარგებლობენ წვდომით ბიბლიოთეკებზე, არქივებზე, ლაბორატორიებზე და ა.შ.
დამატებითი ინფორმაცია
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
ტელეფონი: 032 2 97 01 97
ელ. ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
ვებგვერდი: iec.gov.ge
ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ელ. ფოსტა - https://iec.gov.ge/support
დანართი 1: სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპლიკაციო ფორმა