„სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2026-2027“

 

პროგრამის აღწერა

 

„სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2026-2027“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საპარტნიორო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმება და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს 2025 წლის 28 ოქტომბრის N176/2025 წერილი სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით.

 

პროგრამის ადმინისტრირებას, კონკურსანტთა ნომინირების მიზნით, ახორციელებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი.

 

პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის ხელშეწყობასა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.campuschina.org/content/details3_74776.html

 

აკადემიურ პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ან/და ჩინურ ენებზე, (ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული მოთხოვნები იხილეთ უნივერსიტეტების ვებ-გვერდზე).

 

პროგრამის განხორციელება

 

2026-2027 აკადემიური წლის დაფინანსების მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონული სისტემის სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან ერთად https://app.iec.gov.ge, უნდა შეავსონ ჩინეთის სააპლიკაციო სისტემის ელექტრონული განაცხადის ფორმა http://www.campuschina.org

 

კონკურსანტი, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის განაცხადის შევსებისას, სამოტივაციო წერილის ველში იხილავს ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში რეგისტრაციისათვის აუცილებელ კოდს (Agency Number).

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენია:

1.     პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/ პასპორტის ასლი;

2.     CV/რეზიუმე (PDF ფორმატით, ქართულ ენაზე);

3.     სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (ივსება ცენტრის ელექტრონულ სისტემაში);

4.     ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში - http://www.campuschina.org -ზე შევსებული განაცხადი.

 

არსებობის შემთხვევაში:

სოციალური სტატუსის შესახებ დოკუმენტი: სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული  ან/და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

ცენტრი იტოვებს უფლებას, ჩაატაროს გასაუბრება კონკურსანტებთან.

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში ელექტრონული განაცხადის შევსების ინსტრუქცია და  ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ შესავსები ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში დანართის სახით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განიხილება მხოლოდ ორივე სისტემაში:   https://app.iec.gov.ge/  და http://www.campuschina.org   სრულყოფილად შევსებული და გამოგზავნილი განაცხადი.

 

ვადები

 

განაცხადები მიიღება: 2025 წლის 17 ნოემბერი (12:00 სთ) - 2026 წლის 23 იანვარი  (17:00 სთ)

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ კონკურსანტთა ნომინირება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში - არაუგვიანეს 3 თებერვლი.

 

პროგრამასთან დაკავშირებით საკონსულტაციო  დღეები:

25 ნოემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ.  (საკონფერენციო ოთახი) 

9 დეკემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ.  (საკონფერენციო ოთახი)

 

23 დეკემბერი (Online) 14:00 სთ:  

https://us02web.zoom.us/j/83853322487?pwd=OYywbSAxN3piIaqaCKHZFIGRH9lamG.1

Meeting ID: 838 5332 2487

Passcode: 465739

 

13 იანვარი (Online) 14:00 სთ:

https://us02web.zoom.us/j/89377600505?pwd=0bLwhW8qICSCSadxNzkbXDGlJnbFA0.1

Meeting ID: 893 7760 0505

Passcode: 908111

 

პროგრამის ადმინისტრირებას, კონკურსანტთა ნომინირების მიზნით, აწარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო ნომინირებული კონკურსანტებისთვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო შერჩევას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს ჩინეთის მხარე.

 

დანართი N1

 

 

 

«ნოემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567