„მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის“ სასტიპენდიო პროგრამა მკვლევრებისთვის

 

 

 

 

გამოცხადდა „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის“ სასტიპენდიო პროგრამა უცხოელი მკვლევრებისთვის იაპონიაში. აღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დოქტორის ხარისხის ფლობა. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ, ან იაპონურ ენას. ასევე, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანას.

 

იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით (Japan Standard Time).

 

დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ შემდეგი ლექტრონული ბმულის საშუალებით: https://www.mif-japan.org/en/fellowship/announcement/  

 

პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ.

«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234