რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიები

 

 

რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიები გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისთვის, რუმინეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე. სწავლის დაწყებამდე, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ რუმინული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, გამონაკლისია სადოქტორო სტიპენდიის მფლობელები, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი უცხო ენა. 

სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსა და ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას (მოსამზადებელი წლის ჩათვლით).

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გააგზავნონ მოთხოვნა სპეციალური პლატფორმის მეშვეობით - study in Romania.

კანდიდატებს შეუძლიათ პლატფორმის გახსნა ლინკზე: https://studyinromania.gov.ro ღილაკის Apply for MFA scholarships მეშვეობით, ან პირდაპირ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro 

მოთხოვნის გაგზავნის ბოლო ვადა არის 2024 წლის 16 მარტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345