საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამები ოსლოს უნივერსიტეტში

 

გაცნობებთ, რომ ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიერ გამოცხადდა მიღება 9 საბაკალავრო და 6 სამაგისტრო სასწავლო კურსზე. ყოველი კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ სტუდენტს მიენიჭება ECTS კრედიტული ქულები, კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 3 და 4 კვირას. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება 2024 წლის 24 ივნისს.

აპლიკაციის შევსების პროცესთან, სასწავლო პროგრამებთან და კურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ელექტონულ ბმულზე: www.uio.no/summerschool

სტიპენდიის მოპოვების მსურველთათვის სააპლიკაციო დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 თებერვალი, ხოლო იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც თავად უზრუნველყოფენ სასწავლო ხარჯების დაფარვას სააპლიკაციო დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა 2024 წლის 15 თებერვალია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ აპლიკანტს შეუძლია დაუკავშირდეს უნივერსიტეტის წარმომადგენელს შემდეგი ელექტონული მისამართის მეშვეობით: iss@admin.uio.no

«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234