დაიწყო განაცხადების მიღება 2023-2024 წლის ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის „Youth of Excellence Scheme” მოსაპოვებლად, რომელიც ჩინეთის სასტიპენდიო საბჭოს მიერ ხორციელდება. პროგრამა დაინტერესებულ აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სრული დაფინანსება ერთწლიანი მაგისტრატურისთვის ჩინეთის უნივერსიტეტებში. სწავლების ენა- ინგლისური. შესაძლოა ზოგიერთი პროგრამა ითვალისწინებდეს დამატებით ერთ წელიწადს.
სააპლიკაციო მოთხოვნები
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქისა, რომლის ასაკი 45 წლამდეა(აპლიკანტი უნდა იყოს ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად).
- აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან უფრო მაღალი აკადემიური საფეხურის დიპლომს და მინიმუმ სამწლიან სამუშაო გამოცდილებას. (შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება პროგრამასთან შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ან პროფესიული გადამზადების მქონე აპლიკანტებს)
- აპლიკანტი უნდა მიეკუთვნებოდეს ჩამოთვლილი 4 კატეგორიიდან ერთ-ერთს:
- სახელმწიფო მოხელე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან ექვივალენტი, ან უფრო მაღალი დონე)
- დაწესებულების უფროსი მენეჯერი
- უნივერსიტეტის ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი
- საერთაშორისო ორგანიზაციებში, პროგრამასთან შესაბამისი მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე
- აპლიკანტი ჩინეთის უნივერსიტეტიდან უნდა ფლობდეს წინასწარი მიღების წერილს, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას რეგისტრაციის შესახებ, როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, უნივერსიტეტში მიღების თარიღი და ძირითადი სპეციალობის შესახებ ინფორმაცია. წერილი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მიღების ან შესაძლო მიღების შესახებ.
აპლიკაციის შევსება
დაინტერესებულმა აპლიკანტები უნდა დარეგისტრირდნენ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის ვებგვერდზე (http://studyinchina.csc.edu.cn/#/login) და 2024 წლის 15 აპრილამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია.
ამ დროისთვის აპლიკანტს მიღებული უნდა ჰქონდეს წინასწარი მიღების წერილი სულ მცირე ერთი პროგრამისგან ჩინეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული 78 პროგრამიდან. ონლაინ აპლიკაციის შევსებისას აპლიკანტმა სტიპენდიის ტიპის ველში უნდა მიუთითოს ტიპი A (Type A). რეგისტრაციისთვის აუცილებელი კოდია- 1563, სტიპენდიის დასახელებად უნდა მიეთითოს- “Youth of Excellence Scheme of China”.
ინდივიდუალური აპლიკაციების მიღება და წარმოდგენილ დოკუმენტაციის განხილვა ხდება უშუალოდ ჩინეთის სასტიპენდიო საბჭოს მიერ.
შეფასება და ჩარიცხვა
- აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები წინასწარ შეფასებას გაივლის ჩინეთის სასტიპენდიო საბჭოს მიერ.
- ჩინეთის სასტიპენდიო საბჭოს ორგანიზებით აპლიკაციების მეორედ განხილვა მოხდება ექსპერტთა მიერ, საბოლოო შედეგებიც ექსპერტთა განხილვის შედეგად გახდება ცნობილი.
შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ჩინეთის კამპუსის ოფიციალურ გვერდზე.