ჩინეთის მთავრობის სტიპენდია-"Youth of Excellence Scheme 2025-2026" უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

 

 

დაიწყო განაცხადების მიღება ჩინეთის მთავრობის 2025-2026 წლის სტიპენდიის „Youth of Excellence Scheme” მოსაპოვებლად, რომელიც ჩინეთის სასტიპენდიო საბჭოს მიერ ხორციელდება. პროგრამა დაინტერესებულ აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სრული დაფინანსება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, ჩინეთის უნივერსიტეტებში. სწავლების ენა - ინგლისური.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის გარდა), რომლის ასაკი 45 წლამდეა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის ვებ-გვერდზე (http://studyinchina.csc.edu.cn/#/login) და შეავსონ აპლიკაცია 2025 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე (GMT+8).

 

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ჩინეთის კამპუსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.campuschina.org/content/details3_790440.html

 

 

 

 

 

 

 

«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345