ჩინეთის მთავრობის სტიპენდია-"Youth of Excellence Scheme 2026-2027"  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

 

 

ჩინეთის სტიპენდიების საბჭო აცხადებს განაცხადების მიღებას ჩინეთის “Youth of Excellence Scheme 2026-2027“ პროგრამაზე სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა დაინტერესებულ აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სრული დაფინანსება ერთწლიან, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ჩინეთის უნივერსიტეტებში.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, 45 წლამდე ასაკის პირს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის გარდა). ასევე, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან უფრო მაღალი აკადემიური საფეხურის ხარისხს და ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, აპლიკანტი უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს:

  • - სამმართველოს უფროსის დონის (ან ექვივალენტური დონის) ან უფრო მაღალი თანამდებობის პირი;
  • - დაწესებულების ან საწარმოს მაღალი რგოლის მენეჯერი;
  • - უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ადმინისტრატორი;
  • - საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამის სფეროში საქმიანობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე პირი.
  •  

ჩინეთის სტიპენდიების საბჭო პირდაპირ იღებს ინდივიდუალურ განაცხადებს, განიხილავს აპლიკანტების მიერ წარმოდგენილ მასალებს, შემდეგ კი მათ განსახილველად გადასცემს ექსპერტთა კომისიას. ექსპერტთა შეფასების შემდეგ გამოცხადდება საბოლოო ჩარიცხვის შედეგები.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის ვებ-გვერდზე (http://studyinchina.csc.edu.cn/#/login) და შეავსონ განაცხადი ვებ-გვერდზე მითითებულ ვადებში.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩინეთის კამპუსის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://www.campuschina.org/content/details3_790440.html.

 

 

«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234