სასწავლო სტიპენდიები ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციისგან (EPLO)

 

 

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლაში (European Law and Governance School – ELGS), საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

 

პროგრამა განკუთვნილია ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა EPLO-ს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში — ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლაში (European Law and Governance School – ELGS), რომელიც მდებარეობს ათენში  და ფუნქციონირებს 2016 წლიდან. სკოლა გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინგლისურ ენაზე.

 

სტიპენდიების რაოდენობა:
2025 წლის აკადემიური წლისთვის ხელმისაწვდომია არაუმეტეს 10 სრული ან ნაწილობრივი სტიპენდია, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე.

 

ELGS გთავაზობთ:

  • - ევროპული სამართლისა და მმართველობის სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებს
  • - საერთაშორისო აკადემიურ გარემოს
  • - ინგლისურ ენოვან პროგრამებს
  • - უნივერსიტეტი თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებსა და საჯარო ორგანიზაციებთან
  •  


დაინტერესებულმა პირებმა სტიპენდიისათვის განაცხადი უნდა გააკეთონ შემდეგ ვებ-გვერდზე:  https://www.elgs.eu/application-forms/
განაცხადის შევსებისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ განაცხადი სრულდება "Embassy scholarship offer" ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ELGS-ს (https://www.elgs.eu/)

 

სასწავლო სტიპენდიები ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციისგან (EPLO)

 

 

 

 

 

 

 

 

«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678