ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2026-2027 აკადემიური წლისთვის

 

 

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საჯარო დაწესებულებებში 2026-2027 აკადემიური წლისთვის.

 

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

  • - მშენებლობა
  • - ფინანსები და ეკონომიკა
  • - სოფლის მეურნეობა
  • - მათემატიკა
  • - სტატისტიკა
  • - კომპიუტერული მეცნიერება
  • - კიბერუსაფრთხოება
  • - გარემოც დაცვა
  • - ენერგეტიკა
  • - მეტყევეობა

 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ჩეხურ და ინგლისურ ენაზე სწავლებას. ჩეხურენოვანი სასწავლო პროგრამის დაწყებამდე გათვალისწინებულია ჩეხური ენის ერთწლიანი ინტენსიური კურსის გავლა.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.

 

იხილეთ ონლაინ რეგისტრაციის ბმული: http://registr.dzs.cz/registr.nsf

 

დამატებითი ინფორმაცია ჩეხეთის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე განაცხადის წარდგენისა და ვადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე: https://msmt.gov.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries

 

 

 

 

«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678