სიახლე

2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველების შერჩევა დასრულდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველების შერჩევა დასრულდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის  მსურველების  შერჩევა დასრულდა.  წელს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 115 ახალგაზრდა გააგრძელებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წარმატებულ აპლიკანტებს ნაწილობრივ ან სრულად დაუფინანსდებათ უცხოეთში სწავლისა და/ან საცხოვრებელ ხარჯები. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გამარჯვებულები, კი მათ მიერ შერჩეულ გადამზადების პროგრამებზე დაფინანსდებიან.
გამარჯვებულები ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებიგათვალისწინებით შეირჩნენ. ეს პრიორიტეტებია:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;

115  საქართველოს მოქალაქე    შვეიცარიის, შვედეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების,  ლიტვის,  ჩინეთის, კანადის, იტალიის, ესტონეთის,  ესპანეთის,  დიდი ბრიტანეთის,  გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მიიღებს სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხს. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 2 თვის მანძილზე შეეძლოთ.  სულ 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისთვის 1317 მონაწილემ  გაიარა რეგისტრაციაკონკურსანტებმა, რამდენიმე საკონკურსო ეტაპი გაიარეს. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო  კომისია 10 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი  2014 წელს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით
განათლების საერთაშორისო  ცენტრმა  2014 წელს  77 ახალგაზრდა დააფინანსა,   2015 წელს კი   115  ახალგაზრდაზე გასცემს გრანტს.

წინა სიახლე საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრს და მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა
Next Article 20-21 ივლისს ბორჯომში განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
Print
2237 Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
151617
საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან. პარასკევს, 12 სექტემებერს, შეხვდრა გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) სტუდენტებთან. შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო.

Read more
18192021
22232425262728
293012345