საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2017-2018 28 აპრილი - 31 მაისი (19:00 სთ-მდე)

პროგრამის მიზნები

 

სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხოეთის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. 

სასტიპენდიო პროგრამის ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამის დარგში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.

გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით.  

2017-2018 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

◦ხელოვნება;

◦რესტავრაცია/კონსერვაცია;

◦ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.

 

 

კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

 

(დასაწყისი)

დაინტერესებულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ   სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი

 

(დასაწყისი)

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. კერძოდ, პირი, რომელიც:

◦ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 

◦სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; 

◦სწავლობს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

 

 

განაცხადით მომართვის პროცესი და საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 28 აპრილიდან - 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე), 2017.

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/.

განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია 31 მაისის ჩათვლით (19:00 სთ-მდე)  უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის  რედაქტირებას.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. 

ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 20 ივლისამდე.

 

 

საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

(დასაწყისი)

◦საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦ასაკი არ აღემატება 35 წელს;

◦ჩაბარებული აქვს საზღვარგარეთ, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების /დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე, მოპოვებული აქვს უპირობო ჩარიცხვის (გარდა ფინანსური და ადმინისტრაციული პირობისა; ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში გარდა ფინანსური, ადმინისტრაციული ან/და ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ან/და შეფასების დოკუმენტის წარდგენის პირობისა) დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;

◦მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო ჯამური შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;

◦ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სასწავლო წლების და სემესტრის საშუალო ჯამური შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში; 

◦ან სწავლობს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის საშუალო ჯამური შეფასება შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

◦მოპოვებული აქვს თანადაფინანსება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ეს პირობა არ ეხება, იმ კონკურსანტებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან უფასო აკადემიური პროგრამაზე და  მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის საფასური აქვთ გადასახდელი.

◦აქვს პროფესიული საქმიანობის  გამოცდილება (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელოვნების მიმართულების, რესტავრაცია კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებზე). 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

◦CV/რეზიუმე; 

◦პორტფოლიო (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელოვნების მენეჯმენტის და ადმინისტრირების დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებზე);

◦სამოტივაციო წერილი;

◦უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

◦ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საბოლოო საშუალო ქულის მითითებით;

◦ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლების/სემესტრების შეფასების ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით; 

◦უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი ჯამური საშუალო ქულის მითითებით;

◦დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საბოლოო საშუალო  / საშუალო ჯამური ქულის  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საშუალო ჯამური ქულის შესახებ; აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან „წარჩინების“ ან ამ სტატუსის შესაბამისი დიპლომის მქონე კონკურსანტები; 

◦ერთი რეკომენდაცია (ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის რეკომენდატორის ველში თქვენ მიერ მითითებული პირი რეკომენდაციას თავად გადმოგზვანის სპეციალური ბმულის საშუალებით); 

◦დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;

◦საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

◦პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეს პუნქტი არ ვრცელდება ხელოვნების მიმართულების, რესტავრაცია კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებზე);

◦თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

◦ ალტერნატიული დაფინანსების წყაროს არსებობის/მოძიების დამადასტურებელი დოკუმენტი  

◦ სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი .

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი  უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

 

 

კონკურსანტის შერჩევის პროცესი

 

(დასაწყისი)

გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს  საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას  ამტკიცებს  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური. 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. 

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით.

 

 

შეფასების მექანიზმი და კრიტერიუმები

 

(დასაწყისი)

საკონკურსო კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა.  აქედან:

◦ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦დამატებითი ბონუს ქულა მაქსიმუმ  3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს),  ერთი სტატუსისთვის 1 ქულა.

კომისიის წევრები კონკურსანტების განაცხადებს  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 

კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს, გასაუბრებაზე იქნებიან მოწვეულნი.

კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რის საფუძველზეც ვლინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.

 

 

კონკურსანტის ინფორმირება შედეგების შესახებ

 

(დასაწყისი)

შეფასების ელექტრონული  სისტემა კონკურსის დასრულებისას კონკურსანტებს მიღებული ქულების შესაბამისად ჰყოფს (1) გამარჯვებულ, (2) სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად.

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ხდება მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე.

 

 

დაფინანსება

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას. 

კომისიის გადაწყვეტილებით გრანტის სახით გამოყოფილ თანხას  ცენტრი ურიცხავს დაფინანსებულ პირს მიზნობრიობის შესაბამისად:

◦სწავლის საფასურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწესებულებაში დადგენილია საქართველოს ხაზინაში მოქმედი საერთაშორისო გადარიცხვის წესისგან განსხვავებული წესი. 

◦სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით ერთი აკადემიური წლისათვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. 

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის  ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B) ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

პროგრამა არ ითვალისწინებს  ნებისმიერი არასტანდარტული, მათ შორის: სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული, ე.წ. “Executive” სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

(დასაწყისი)

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ. ამ სასტიპენდიო პროგრამის შესაბამისად.

კონკურსში გამარჯვებულ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ოფიციალური  დოკუმენტისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.  აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

უცხოეთის უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა,  გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, საშუალო ჯამური შეფასების (GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გასცეს გრანტი გამარჯვებულ პირებზე, შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით. 

 

გრანტის მიმღები იღებს ვალდებულებას:

◦სწავლის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.

◦სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში. 

ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის  ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში,  კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება -  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ ძალიან კარგი (81-­90), მინიმუმ (B)  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით. 

გრანტის მიმღებს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, გრანტის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და შესაბამის სფეროში დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. 

გრანტის მიმღებს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345