მიზნები და ამოცანები
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.
პროგრამა დაფუძნებულია უნგრეთისა და გამგზავნი ქვეყნების განათლების სფეროზე პასუხისმგებელ სამინისტროებს ან ცალკეულ ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ ორმხრივ საგანმანათლებლო შეთანხმებებზე. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.
2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში “Stipendium Hungaricum” 2018-2019“, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
◦ბაკალავრიატი - 25,
◦მაგისტრატურა - 25,
◦დოქტორანტურა - 20,
◦ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5,
◦სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5.
პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას, იმ სტიპენდიატებისთვის ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება. ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისად.
მიმართულებები/სპეციალობები
(დასაწყისი)
მიმართულებების და სპეციალობები განსაზღვრულია 2017 წლის 6 თებერვალს გაფორმებული საგანმანათლებო გაცვლითი პროგრამით 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის.
მიმართულებების და სპეციალობების დეტალური ჩამონათვალი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე: http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme/sending-partners-and-available-study-programmes.html
სააპლიკაციო პროცედურა
(დასაწყისი)
პროგრამას ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე www.stipendiumhungaricum.hu და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ გვერდზე https://app.iec.gov.ge.
ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ გვერდზე და ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე ატვირთული ყველა საკონკურსო დოკუმენტი უნდა ატვირთოს შესაბამის ველში.
კონკრეტული სპეციალობების, სტიპენდიასთან დაკავშირებული ვალდებულებების, ინსტიტუტების კოორდინატორების, პროგრამის პროცედურებისა და წესების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ გვერდზე: www.stipendiumhungaricum.hu
საკონკურსო მოთხოვნებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე. ზოგიერთი დოკუმენტი შესაძლებელია მიღებულ იქნას საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდგომ (ისეთი დოკუმენტები, რომელთა მიღებაც ობიექტური პირობების გარემოებების მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სააპლიკაციო დროის ვადის ამოწურვამდე) http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme/application-process-2018-2019.html
ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე, ასევე, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ გვერდზე. არასრული განაცხადები არ განიხილება (არასრულ აპლიკაციად არ განიხილება ზემოხსენებული ობიექტური გარემოებების არსებობა, ზოგიერთი დოკუმენტის სააპლიკაციო ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოდგენის თაობაზე).
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადში:
◦აგრეთვე უნდა წარმოადგინოთ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის სახელზე შექმნილი სამოტივაციო წერილი და CV/რეზიუმე (ინგლისურ ენაზე შედგენილი).
◦არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას: სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკონკურსო ვადები
(დასაწყისი)
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:
1.ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ გვერდზე - დეკემბერი, 2017 – 16 თებერვალი, 2018. ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/საქართველოს დროით 17 თებერვლის 02:59 საათამდე.
2.სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ გვერდზე - 2018 წლის 16 იანვრიდან - 2018 წლის 16 თებერვლის ცენტრალური ევროპული დროით 23:59 საათამდე, ადგილობრივი/საქართველოს დროით 17 თებერვლის 02:59 საათამდე.
პროგრამასთან დაკავშირებული სხვა ვადები დეტალურად განთავსებულია http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme/application-process-2018-2019.html
საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი
(დასაწყისი)
ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციები განსახილველად და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს.
კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იქნებიან ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ ფორმალური შერჩევის შემდგომ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ატარებს ორეტაპიან კონკურსს (პირველი ეტაპი - ხარისხობრივი შეფასება და მეორე ეტაპი - გასაუბრება) სრულყოფილი განაცხადების მქონე კონკურსანტებთან. საბოლოო შესარჩევ პროცედურას უნგრული მხარე და მიმღები ინსტიტუტები ახორციელებენ.
აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც ხარისხობრივი შეფასების ეტაპზე მიიღებენ მაღალ შეფასებას. საერთაშორისო საკონკურსო კომისია კონკურსის საფუძველზე მოახდენს კონკურსანტთა ნომინირებას სტიპენდიაზე.
სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტების სია წარედგინება ტემპუსის საზოგადოებრივ ფონდს და მიმღებ ინსტიტუტებს. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ინსტიტუტსა და უმაღლეს სკოლას შესაძლოა ჰქონდეს დაწესებული დამატებითი გამოცდა/ინტერვიუ სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტებისთვის.
საბოლოო გადაწყვეტილებას სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტები გაეცნობიან 2018 წლის ივნისის ბოლოს. კონკურსანტებმა ყოველი სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი სტიპენდიის მიღებაზე.
ცენტრსა და იმ ნომინირებულ კონკურსანტებს შორის, რომლებიც მოიპოვებენ სტიპენდიას ამ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები და განისაზღვრება შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლები.
დაფინანსება
(დასაწყისი)
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიანტები 2018-2019 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები).
სტიპენდიანტები ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდისგან მიიღებენ სტიპენდიას შემდეგი ოდენობით:
ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 40 460 ფორინტს (დაახლოებით 130 ევრო). საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.
დოქტორანტურა - სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 140 000 ფორინტს (დაახლოებით 450 ევრო) სწავლების პირველი ეტაპისთვის (4 სემესტრი) და 180 000 ფორინტს (დაახლოებით 580 ევრო) მეორე ეტაპისთვის (ოთხი სემესტრი). საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.
სტიპენდიანტები აგრეთვე უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და სამედიცნო დაზღვევით:
საცხოვრებელი - სტიპენდიანტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საერთო საცხოვრებლით ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი 40 000 ფორინტი (დაახლოებით 129 ევრო) სწავლის სრული ხანგრძლივობის პერიოდისთვის.
სამედიცინო დაზღვევა: სტიპენდიანტებს სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უნგრული კანონმდებლობისა (აქტი N80, 1997, ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი) და დამატებითი სამედიცინო დაზღვევის შესაბამისად 65 000 ფორინტი (დაახლოებით 205 ევრო).
საინფორმაციო შეხვედრები:
(დასაწყისი)
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს 16 იანვრიდან 16 თებერვლამდე ყოველ ხუთშაბათს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: 0179, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II
ტელეფონი: 032 2 97 01 97
ელ ფოსტა: info-iec@iec.gov.ge
ვებ-გვერდი: iec.gov.ge
იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი