სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019

მიზნები და ამოცანები

 

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ -განათლების საერთაშორისო ცენტრს,  საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

კამპუს ფრანსი წარმოადგენს საფრანგეთის საგარეო საქმეთა და უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სამინისტროების მეურვეობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს უმაღლესი განათლების და სამეცნიერო კვლევების სამყაროსთან ფორუმ კამპუს ფრანსის მეშვეობით, რომლის წევრია დაახლოებით 320 უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა, ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლები.  იგი ეყრდნობა 7 დელეგაციისაგან შემდგარ ეროვნულ ქსელს საფრანგეთის მთავარ  საუნივერსიტეტო ქალაქებში და საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მდებარე კამპუს ფრანსის 220 ბიუროსა და წარმომადგენლობისგან შემდგარ საერთაშორისო ქსელს 117 ქვეყანაში. კამპუს ფრანსის კომპეტენცია და მოვალეობები, მათ შორის ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილში, განისაზღვრება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით პარტნიორობის შესახებ.

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. 

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის. 

კონკურსში გამარჯვებულ პირს ეკრძალება ისარგებლოს პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ქვეყნების სხვა სახელმწიფო/სამთავრობო დაფინანსებით/სტიპენდიით. 

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში უნდა ჩაირიცხოს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება-სწავლის სრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო აკადემიური პროგრამები, რაც გამორიცხავს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის, დისტანციური, ე.წ. “Executive”, სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

სასტიპენდიო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 30 წლის ჩათვლით ასაკის  საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომელებსაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, ან  სწავლობენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობენ საფრანგეთში  სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და სურთ მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოპოვება.

 

 

კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება

 

(დასაწყისი)

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

საკონკურსო პროცედურებისას მხედველობაში მიღებული იქნება სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

 

 

პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები

 

(დასაწყისი)

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:

◦აგრარული მეცნიერებანი;

◦განათლება;

◦ინჟინერია;

◦მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

◦სოციალური მეცნიერებები;

◦ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

◦სამართალი;

◦არქიტექტურა;

◦საჯარო მმართველობა;

◦მენეჯმენტი.

 

 

საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2018 წლის 22 იანვრიდან 2018 წლის 22 თებერვლის

 ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2018 წლის 31 მარტამდე.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

(დასაწყისი)

◦საქართველოს მოქალაქე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦ასაკი არ აღემატება  30 წელს;

◦მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;   

◦ან სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე;

◦ან სწავლობს საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და ითხოვს საფრანგეთში მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსებას; 

◦გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით: GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90),  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში; 

◦ფლობს ფრანგულ ენას (მინიმუმ DELF - B2, TCF – B2),  ან ინგლისურ ენას (მინიმუმ TOEFL – 79, IELTS – 6,5).

 
 
წარმოსადგენი დოკუმენტები

 

(დასაწყისი)

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრა­ლური მოწმო­ბის/ნეიტრალური სამგ­ზავ­რო დოკუმენტის ასლი;

◦CV – 2 ენაზე ( ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);

◦სამოტივაციო წერილი 2 ენაზე (ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);

◦ერთი  რეკომენდაცია ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე;

◦ფრანგული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (DELF, TCF (TCF DAP - არ მიიღება), TOEFL, IELTS); 

 

ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს:

ა) საქართველოში ან საზღვარგარეთ ფრანგულენოვან აკადემიურ პროგრამაზე მინიმუმ ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსანტი საფრანგეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თავისუფლდება ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან.

 

◦ბაკალავრის ან/და შემდგომი აკად. ხარისხის დიპლომი/დიპლომის დანართი/შეფასების ფურცელი.  დროებით დიპლომის არქონის შემთხვევაში, ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

◦განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.

საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსის სტუდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: 

- შეფასების ფურცელი ყველა განვლილი სემესტრის საბოლოო წლიური/სემესტრული ქულების მითითებით ცალ-ცალკე ან ჯამურად (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). 

◦- განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ; 

- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

- მასტერ 1-ის დიპლომი და შეფასების ფურცელი (GPA-­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). 

- მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა განვლილი სემესტრის შეფასების ფურცელი (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

- განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების GPA-სთან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.

 

არსებობის შემთხვევაში:

◦სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

◦ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (აღნიშული დოკუმენტაციის ასლები შეიძლება წარმოდგენილ იქნას მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე);

◦სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

(დასაწყისი)

გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეებთან შეთანხმებით. 

საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 ქულა (+ 4 ბონუს ქულა).  აქედან:

◦ელ. განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმ 50 ქულა;

◦ბონუს ქულა მაქსიმუმ  4 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის),  ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა. 

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება.

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპით. მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

 

 

სტიპენდიის ოდენობა

 

(დასაწყისი)

2018-2019 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით გაიცემა 17 სტიპენდია. აქედან, 7 სტიპენდია 2018-2019 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დასაფინანსებლად, ხოლო 10 სტიპენდია 2017-2018 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ სტიპენდიანტთა მეორე აკადემიური წლის დასაფინანსებლად, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირებისთვის განსაზღვრული სტიპენდიების კვოტა არ შეივსება, თავისუფალი სტიპენდია გაიცემა 2018-2019 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგად სარეზერვო სიაში მყოფ პირზე ამ პროგრამით დადგენილი წესით.

დაფინანსება გულისხმობს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

 სწავლის (სავარაუდო) ხარჯების საფასური;

 ყოველთვიური სტიპენდია - 767 ევროს ოდენობით (ათი თვის განმავლობაში);

 სტუდენტური დაზღვევის ხარჯები;

 სავიზო მოსაკრებელი;

 დოსიეს შექმნის ხარჯები.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

(დასაწყისი)

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სტიპენდიის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ცენტრი იღებს ვალდებულებას:

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი მიმართულების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში და დასაქმდეს შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში 3 წლის ვადით. 

- ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს სტიპენდიის სახით მიღებული თანხა სტიპენდიის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული სტიპენდიის შესახებ ხელშეკრულებით.

 

ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის/ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:

1. გამარჯვებული კონკურსანტის მიერ არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილი წარმოადგენს ცენტრის მხრიდან სტიპენდიის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

2. თუ კონკურსში გამარჯვებული ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვერ წარმოადგენს ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს და შეფასების ფურცელს, ხოლო საფრანგეთში მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი მასტერ 1-ის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტსა და შეფასების ფურცელს. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი შეფასების მაჩვენებელი უნდა იყოს  GPA­-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან რომელიმე ამ შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.

3. თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

4. თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე.

პროგრამის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-­90), ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში.

პროგრამის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული სტიპენდიის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345