სიახლე

აპლიკანტთა უფლებების დამცველი კონსულტაციებს გამართავს
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

აპლიკანტთა უფლებების დამცველი კონსულტაციებს გამართავს

სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია  იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც ვერ გადალახეს, 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კონკურსის პირველი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება და მეორე - ხარისხობრივი შეფასების ეტაპები, დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრას დაესწრებიან ცენტრის პროგრამების სამსახურის თანამშრომლები და  სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის აპლიკანტთა უფლებების დამცველი - ომბუდსმენი -მარიო შუტცე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრებზე გაესაუბრება აპლიკანტებს,  განუმარტავს შეფასების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, განიხილავს აპლიკანტთა განცხადებებს და გაუწევს მათ კონსულტაციას. ცენტრის ადმინისტრაციის, ან კომისიის სამუშაო პროცესში პროცედურული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შემდგომი განხილვისთვის ინფორმაციას  მიაწვდის კომისიას.

შეხვედრების განრიგი :

  • 12 ივლისი -14:00 -17:00 საათამდე, შეხვედრების ოთახი # 4, მესამე სართული;  
  • 13 ივლისი -14:00 -17:00 საათამდე, შეხვედრების ოთახი # 4, მესამე სართული;  
  • 14 ივლისი -14:00 -17:00 საათამდე, შეხვედრების ოთახი  #4, მესამე სართული;


მის: თბილისი, ინგოროყვას ქ#7 ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია);

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი,გვარი, პირადი ნომერი და თქვენთვის ხელსაყრელი თარიღი, შემდეგ ელ - ფოსტაზე: IECMEETINGS@IEC.GOV.GE

 

წინა სიახლე Fulbright-ის აკადემიურ გაცვლით პროგრამას საქართველოს მხრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016-2017 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები ცნობილია
Print
2624 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678