სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum”-ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს.

დაფინანსების მიზანია, უნგრეთში სწავლის განმავლობაში, მაღალი აკადემიური შეფასების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. 

სახელმწიფო დაფინანსება მიენიჭებათ “Stipendium HUngaricum”-ის სტიპენდიის მფლობელ, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, კომისიის წესით. კონკურსში მონაწილეობისთვის, სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და წარმოადგინონ უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი 5 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით საშუალო ჯამური შეფასება - მინიმუმ 4 (კარგი) ქულა, რომელიც საერთაშორისო შეფასების სისტემით განიმარტება როგორც „B“.

დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სემესტრულად, 1 250 ევროს ოდენობით, უნგრეთში სწავლის პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად.

სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან, სწავლის დასრულების შემდგომ, დაბრუნდნენ საქართველოში და დასაქმდნენ შესაბამის სფეროში, უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად, არანაკლებ 3 წლის ვადით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.  

2024 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს მხრიდან სახელწიფო გრანტი  „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 17 ქართველ სტიპენდიანტს მიენიჭა.

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს
Print
1423 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678