სიახლე

ნინო კობახიძემ პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები სტუ-ს სტუდენტებს გააცნო
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

ნინო კობახიძემ პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები სტუ-ს სტუდენტებს გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების უნივერსიტეტებში პრეზენტაცია გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ინიციატივები დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნინო კობახიძემ თითოეული ინიციატივის არსი დეტალურად განმარტა და აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პრეზენტაციის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა. შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილიც დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივებმა, რომლებიც საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების აშენებას და საჯარო უწყებებში სავალდებულო სტაჟირებას გულისხმობს, სტუდენტები დააინტერესა. პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივების პრეზენტაცია ეტაპობრივად საქართველოს ყველა უნივერსიტეტში გაიმართება.
წინა სიახლე ნინო კობახიძე ბათუმის უნივერსიტეტში
Next Article 15 მაისს განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე მოეწყობა
Print
2756 Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678