სიახლე

ონლაინ-კონფერენცია უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

ონლაინ-კონფერენცია უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსის (,,Stipendium Hungaricum’’) თემაზე ონლაინ-კონფერენცია  ჩატარდება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და უნგრეთის საელჩო საქართველოში.

2021-2022 სასწავლო წლის კონკურსი უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის - განათლების საერთაშორისო ცენტრმა უკვე გამოაცხადა. აპლიკაციები ელექტრონულად, სპეციალური ონლაინ-სისტემის მეშვეობით მიიღება. სასტიპენდიო პროგრამას - ,,Stipendium Hungaricum’’ - განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

კონფერენციის მიმდინარეობისას ცენტრისა და საელჩოს წარმომადგენლები ისაუბრებენ პროგრამის მიზნების, ამოცანებისა თუ სააპლიკაციო პროცედურების შესახებ და უპასუხებენ აპლიკანტების შეკითხვებს.

თუ გაქვთ შეკითხვები მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით, გსურთ, სააპლიკაციო სხვადასხვა შინაარსობრივი თუ ტექნიკური საკითხების დაზუსტება, კონფერენციაზე შესაძლებლობა მოგეცემათ კონსულტაცია გაიაროთ უშუალოდ პროგრამის კოორდინატორებთან და უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლებთან - ინტერაქტიულ, კითხვა-პასუხის ფორმატში.

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია, არაუგვიანეს 7 დეკემბრის 18:00 საათისა, მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge, შემდეგი ინფორმაცია:

  • მონაწილის სახელი, გვარი;
  • საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • რომელ აკადემიურ საფეხურზე გეგმავს მონაწილე უნგრეთში სწავლის გაგრძელებას (საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო);
  • წერილში მიუთითეთ დანიშნულება (subject): ონლაინ-კონფერენცია.
  •  

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის შეუფერხებლად მიღების მიზნით, მოქმედებს სატელეფონო და ონლაინ საკონსულტაციო რეჟიმიც ნომერზე: 2 97 01 97, ფეისბუქ-გვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge

წინა სიახლე საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
Next Article გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის
Print
8541 Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567