სიახლე

პრემიერ–მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

პრემიერ–მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა; ახალგაზრდებმა პირადად პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ სტუდენტები. მათი თქმით, საინტერესო საუბარი შედგა და ირაკლი ღარიბაშვილმა მათ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა.
წინა სიახლე დაფინანსებულ სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის შესახებ
Next Article მომდევნო სასტიპენდიო კონკურსი იწყება
Print
3024 Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678