სიახლე

საინფორმაციო შეხვედრა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

საინფორმაციო შეხვედრა

31 მარტს 10:00 საათზე სასტუმრო “Hollyday Inn” -ის ბიბლიოთეკაში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის  სასტიპენდიო პროგრამის -  „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - კონკურსის გამარჯვებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

განათლების საერთაშორისო ცენტრს, კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად გამოცხადებულ სასტიპენდიო  კონკურსში გამარჯვებული საქართველოს 17 მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.

სტუდენტებს   საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე და  განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე შეხვდნენ და პროგრამის მსვლელობის შესახებ სრულ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე შემდეგი სამუშაო თემები განიხილეს: ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის სააპლიკაციო პროცესი და  შეფასების სისტემა; ცენტრისა და დაფინანსებული სტუდენტის ურთიერთვალდებულებები; პროგრამული მონიტორინგი და შეფასების კრიტერიუმი; სტიპენდიანტებსა და ცენტრს შორის ორმხრივი კომუნიკაციის სტრატეგია;

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ფრანგული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები და გამარჯვებულ აპლიკანტებს  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

პროგრამის მხარდაჭერა გამოიხატება მათი განმახორციელებლების სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსის ერთობლივ ფინანსურ უზრუნველყოფაში.

საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:

          აგრარული მეცნიერებანი;
          განათლება;
          ინჟინერია;
          მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
          სოციალური მეცნიერებები;
          ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
          სამართალი;
          არქიტექტურა;
          საჯარო მმართველობა;
          მენეჯმენტი.



წინა სიახლე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - კონკურსი დამთავრდა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს
Print
2311 Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910