სიახლე

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2018-2019 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2018-2019 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე - http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2018-2019 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსებისა  და დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2018 წლის  16 თებერვალი. 

გასული წლის საკონკურსო პროცედურების მსგავსად, კონკურსანტებმა ტემპუსის ვებ-გვერდზე განაცხადის შევსების  გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge, შეავსონ შესაბამისი ელ განაცხადის ფორმა, ატვირთონ ტემპუსის სააპლიკაციო ფორმაში შევსებული  განაცხადი და სხვა  დოკუმენტები.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2018 წლის 16 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენისა და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge.


 


წინა სიახლე კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის აპლიკანტებთან გასაუბრება გაიმართა
Next Article 2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
Print
3528 Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678