სიახლე

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

სამდღიანი ფორუმი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა. მან სტიპენდიანტებს კონკურსებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებით, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ფერენც გაბორ კრაუშმა და უნგრეთის საგანმანათლებლო სისტემასა და ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

ცენტრის სტიპენდიანტებმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო პანელებში, სადაც უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის თავისებურებებს გაეცნენ. ფორუმის მონაწილეებმა განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების, მხარეთა უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მონიტორინგის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ასევე, კურსდამთავრებულთა საგრანტო, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები და დასაქმებასთან დაკავშირებული ინიციატივები განიხილეს. გაიმართა ინტერაქტიული პანელი ცენტრის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით, რომლის დროსაც კურსდამთავრებულებმა წლევანდელ ბენეფიციარებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

ფორუმის ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება და გასვლითი ტური, მათ შორის, ჰაწვალზე, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხერგიანის მუზეუმსა და მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში.

წინა სიახლე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
Next Article სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
Print
1366 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678