სიახლე

ტრენინგები განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

ტრენინგები განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე

მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 14 აპრილამდე ბუდაპეშტში (უნგრეთი) სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და დაფინანსებით ცენტრის პარტნიორი ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგები უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე. ტრენინგები ჩაატარეს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების იეჰუდა ელკანას ცენტრის ტრენერებმა. 

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

ტრენინგის 25 მონაწილე გაეცნო საერთაშორისო გამოცდილებას სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებისა და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის საკითხებს. 

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და მის გამოწვევებზე პრაქტიკული ხედვის ფორმირების მიზნით მონაწილეები ესტუმრნენ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს - კორვინიუსის უნივერსიტეტსა და ელტეს (ELTE), აგრეთვე უნგრეთის ტემპუსის საზგადოებრივ ფონდს. მონაწილეები დაესწრნენ ცენტრალური ევროპის უმაღლესი განათლების თანამშრომლობის (European Higher Education Cooperation - CEHEC) რიგით მე-4 კონფერენციას და მოინახულეს ღია საზოგადოების ფონდის არქივები.


წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრმა ფრანგული და უნგრული სასტიპენდიო პროგრამების გრანტზე ნომინირებული კონკურსანტები გამოავლინა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს
Print
4092 Rate this article:
No rating

x
«ნოემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567
«ნოემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567