News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა პიროვნული განვითარების, პროფორიენტაციისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

2622
  • 6 March 2024
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა პიროვნული განვითარების, პროფორიენტაციისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, სტიპენდიანტთა მხარდაჭერის მიზნით, პიროვნული განვითარების, პროფორიენტაციისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალ პარტნიორებს წარმოადგენენ: კარიერის განვითარების ინკლუზიური ცენტრი, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაცია და საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაცია.

თანამშრომლობის მემორანდუმები მიზნად ისახავს ცენტრის სხვადასხვა პროგრამის სტიპენდიანტების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უცხოეთში სრულფასოვანი აკადემიური და კულტურული გამოცდილების მიღების, უცხო გარემოსთან ადაპტირების, კულტურათაშორისი განსხვავებებისადმი მიმღებლობის, შეძენილი ცოდნის საქართველოში რეალიზებისა და მოტივაციის ამაღლების მიმართულებით.

თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შემდეგ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, პარტნიორმა ორგანიზაციებმა ცენტრის სტიპენდიანტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრაში უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლად მყოფი, განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო, აკადემიური და სხვა სასტიპენდიო პროგრამების სტიპენდიანტები მონაწილეობდნენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, პიროვნული განვითარებისა და პროფორიენტაციის საკითხებზე, მიმდინარე წლის საგაზაფხულო სემესტრში, ცენტრის სტიპენდიანტებთან ჯგუფური საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრები დაიგეგმა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678