News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

18196
  • 17 July 2020
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე, კერძოდ:

 

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2020-2021-  13 გამარჯვებული;
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები  2020-2021- 4  გამარჯვებული;
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები  2020-2021-  3 გამარჯვებული;
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021-5 გამარჯვებული;

 

ამავდროულად, 2020-2021 სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:

 

  • სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) - 2020-2021- 54 გამარჯვებული;
  • სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2020-2021- 9 გამარჯვებული (4 მიმდინარე);
  • აკადემიური პროგრამები იტალიაში - 2020-2021- 6 გამარჯვებული;
  • აკადემიური პროგრამები სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - 2020-2021- 2 გამარჯვებული;

 

ამჟამად მიმდინარეობს ,,ფულბრაიტის’’ სამაგისტრო პროგრამების კონკურსი, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს.  მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს.

გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
 

განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!
მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678