News

 

განახლებადი ენერგეტიკული რესურსების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია

14489
  • 3 August 2020
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია

31 ივლისს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში’’ შედგა კვლევის: „ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების განვითარების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ - პრეზენტაცია.

კვლევა მომზადდა განათლების საერთაშორისო ცენტრის (IEC) მხარდაჭერით მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ა(ა)იპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“ (IECAA). კვლევის ავტორები არიან სხვადასხვა პროფესიის და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, რომლებმაც სტიპენდია სწორედ განათლების საერთაშორისო ცენტრისგან მიიღეს.

პროექტი მიზნად ისახავდა ემპირიული კვლევის მომზადებას საჯარო და კერძო სექტორის ყველა იმ წარმომადგენლისათვის, რომელთა ინტერესის სფეროს ენერგეტიკა წარმოადგენს, კერძოდ კი, ელექტროენერგეტიკის სექტორი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების (განსაკუთრებით ჰიდროენერგია) განვითარება ქვეყნის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს და აუცილებელია დარგის ხელმშემწყობი ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება არსებული ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დონესთან.

იხილეთ კვლევა: „ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების განვითარების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678