News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი

14106
  • 15 July 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 11-13 ივლისს გუდაურში სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.

ფორუმი მიზნად ისახავს სხვადასხვა პროგრამისა და თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის ხუთი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა.

ორდღიანი ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის პირობებში, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის. 

ინტერაქტიული სესიების განმავლობაში შედგა შეხვედრები კომისიის წევრებთან/სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ცენტრის კურსდამთავრებულებთან, სადაც სტუდენტებმა  მიიღეს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რჩევები, გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს, აკადემიური წარმატების წინაპირობებს, დაეუფლნენ ფსიქოლოგიური თვით-ზრუნვისა და ჯანსაღი ურთიერთობების საწყისებს, გეოგრაფიის, სეზონისა და ადგილმდებარეობის თავისებურებებით გამოწვეულ ფიზიკური საფრთხის ამოცნობას და მართვას.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456