News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16904
  • 28 June 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!
 

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 - 40 გამარჯვებული
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020 - 1 გამარჯვებული
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 - 5 გამარჯვებული
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019 - 9 გამარჯვებული
  • სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) 2019-2020 - 48 გამარჯვებული

 

საკონკურსო პერიოდში დარეგისტრირდა 983 აპლიკანტი, 103 კი შეირჩა საკონკურსო პროცესში. (იხ. ბმული: http://iec.gov.ge/4364). მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდება ცენტრის 40-მდე მიმდინარე გრანტის მფლობელს. 
 

მიმდინარე ოთხი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულთა სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. ეს პროგრამებია:
 

  • სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020 (7 სტიპენდიატი)
  • აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)
  • აკადემიური პროგრამები სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)
  • ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2019-2020 (10 სტიპენდიატი)


საერთო ჯამში 2019-2020 სასწავლო წელს ცენტრი გასცემს 170-მდე სტიპენდიას, რის შედეგადაც, 2014-2019 წლების მონაცემების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების რაოდენობა 850-მდე მიაღწევს.


მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678