News

 

ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

5138
  • 21 June 2018
ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

2018 წლის 19 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში გაიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადების - „ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ“ - განხილვა,

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდა, საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი პრინციპი დაარღვია. კერძოდ, საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტმა აუდიტორიას სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის თაობაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

განცხადების ფარგლებში ცენტრი ჟურნალისტის მხრიდან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისი პრინციპის დარღვევის დადგენას ითხოვდა. საქმე ეხებოდა 2018 წლის 30 აპრილს, ტელეკომპანია „იბერია TV-ს“ ეთერით, გადაცემაში „ბიზნეს კოდი“ გასულ სიუჟეტს. საქმის განხილვას ესწრებოდნენ როგორც განმცხადებლის, ისე მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენლები.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
.0

x
«July 2025»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910