News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

8572
  • 8 June 2023
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 2 ივნისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ერეკლე ასტიხშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებისა და დოქტორანტების კვლევითი გრანტების კონკურსის არსებული სქემები და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს - ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობის ზრდისა და არსებული მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.

 

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მისი მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადებას. ცენტრმა დაარსების დღიდან 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო და ერთობლივ/პარტნიორულ პროგრამებს.

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაარსდა 2010 წელს და მისი მიზანია, ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის  გაზრდის უზრუნველყოფით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადებას, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდასა და  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირებას.

ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში.  

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678