News

 

ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აპლიკაციების მიღების ვადა გახანგრძლივდა

5854
  • 12 January 2023
ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  აპლიკაციების მიღების ვადა გახანგრძლივდა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერსებულთათვის: გახანგრძლივდა განაცხადების მიღების ვადა, კონკურსანტებს დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებული განაცხადი.

ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობისა და კავშირების გაფართოების მიზნით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით.

პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას.

მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ ცენტრის საკონტაქტო მეილზე info-iec@iec.gov.ge;

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678