News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

19729
  • 20 March 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

20 მარტს  განათლების საერთაშორისო  ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.


შეხვედრას ცენტრის კურსამთავრებულებთან ერთად ესწრებოდნენ  საბჭოს წევრები:  ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე, საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" პარტნიორი სოსო გალუმაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა განიხილეს კონკრეტული საპროექტო შესაძლებლობები და განსაზღვრეს მცირე საგრანტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«July 2025»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910