News

 

კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

18005
  • 27 June 2019
კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი. 

 

კონკურსანტთა უფლებების დამცველ ჯგუფთან კონსულტაციები გაიმართება: 

1, 2 და 3 ივლისს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის: თბილისი. ი.ჭავჭავაძის 7).

 

აღნიშნულ შეხვედრებზე კონკურსანტთა უფლებების დამცველი განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს, განუმარტავს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებს და საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს. კონკურსანტის განცხადების განხილვისას, შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებების დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას რეკომენდაციით კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ, ასევე შეიმუშავებს და წარუდგენს ცენტრს რეკომენდაციებს სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.

 

საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებთან შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ელექტრონულად - სკაიპის მეშვეობით.

 

კონსულტაციებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, წინასწარ მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და შეხვედრისთვის ხელსაყრელი თარიღი, შემდეგ ელ - ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678