News

 

სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ

11025
  • 9 March 2020
სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მარტის თვეში, სასტიპენდიო კონკურსების შესახებ დაგეგმილი საჯარო/საინფორმაციო შეხვედრები აღარ ჩატარდება.

ინფორმაციის შეუფერხებლად მიღების მიზნით, ცენტრის ადმინისტრაცია პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს რამდენიმე საშუალებას სთავაზობს:

სატელეფონო კონსულტაციები ნომერზე:  2 97 01 97

ონლაინ კონსულტაცია ცენტრის ფეისბუქ-გვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე:

info-iec@iec.gov.ge

საკონსულტაციო ფეისბუქ-ლაივი, ხუთშაბათს, 12 მარტს, 13:00 საათზე.

პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება ცენტრის ვებგვერდზე.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789