News

 

მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის წლევანდელი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და ცენტრის კურსდამთავრებულებთან

14851
  • 27 July 2018
მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის წლევანდელი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და ცენტრის კურსდამთავრებულებთან

27 ივლისს, 12:00 საათზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წლევანდელი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე.

ცენტრის სტიპენდიატებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნეს, ასევე წარადგინეს „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია”, მის ამოცანებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მიხეილ ბატიაშვილსა და მიხეილ ჩხენკელს ასოციაციის საბჭოს წევრობა შესთავაზეს, რაზეც თანხმობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საბჭოს წევრები, კურსდამთავრებულებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკვე არიან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სტიპენდიატებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და ცენტრის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების საქმეში გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა:,,უმნიშვნელოვანესია თქვენი თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარების, განათლების რეფორმის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მიმართულებებით, რადგან სწორედ ასე ვუპასუხებთ მომავლის გამოწვევებს. ჩვენ გვექნება კონკრეტული შემოთავაზებები და მოხარული ვიქნები, თუ თქვენს ცოდნას, გამოცდილებასა და ახალ იდეებს გადმოიტანთ სხვადასხვა სფეროში.“

ბენეფიციარებს ასევე მიმართა განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა:„ განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. 650 სტიპენდია, შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ ცენტრის პროგრამები კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ ნიჭსა და ენერგიას ჩვენს სამშობლოს მოახმარენ. დიდი მადლობა, რომ დამასახელეთ ასოციაციის საბჭოს წევრად, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ასოციაციის ფორმირებაში“.

შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ მინისტრისთვის და მისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
2.0

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678