News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება

15228
  • 13 March 2020
განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე. თუმცა, შეუფერხებლად გაგრძელდება წვდომა ცენტრის ელექტრონულ რესურსებზე, მათ შორის, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ელექტრონული აპლიკაციების მიღება. ხოლო, პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს შეეძლებათ ონლაინ კონსულტაციის გავლა ფეისბუქ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის  info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

არ შეიცვლება აპლიკაციების მიღების ვადები. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით), აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს შემდეგ ოთხ პროგრამაზე:

– საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები

– საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები

– საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები

– საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

ხოლო,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციები მიიღება 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

ცვლილება შეეხება კონკურსის შემდგომ - გასაუბრების ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს. მათთან გასაუბრებებს საკონკურსო კომისია ჩაატარებს ონლაინ-რეჟიმში. ამის შესახებ დამატებით, პირადად ეცნობება თითოეულ კონკურსანტს აპლიკაციაში მითითებულ ელფოსტაზე.

დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება ძალაშია  შემდგომი რეკომენდაციების მიღებამდე. დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება ცენტრის ვებგვერდსა და ფეისბუქ-გვერდზე.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678