News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი ბუდაპეშტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

3110
  • 24 November 2023
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი ბუდაპეშტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბუდაპეშტში ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში თამარ ლილუაშვილი და ის ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც უნგრეთის უნივერსიტეტებში „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პროგრამის ფარგლებში სწავლობენ ან სწავლის შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მუშაობენ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველი სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის და ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ დასაქმების საკითხებზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, უნგრეთის სტიპენდიის  მქონე წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, განაცხადი გააკეთონ სახელმწიფო სტიპენდიაზე და  საქართველოს მხრიდან, ყოველ აკადემიურ წელს, ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამასთან - „Stipendium Hungaricum” 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2017-2023 წლებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთში სწავლა 348 ქართველ სტუდენტს დაუფინანდა.

ამჟამად, უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე, უნგრეთში საქართველოს 143 მოქალაქე სწავლობს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678