News

 

აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020

14122
  • 24 December 2018
აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020

განათლების საერთაშორისო ცენტრი და იტალიის საელჩო საქართველოში ერთობლივად აანონსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს იტალიაში. სასტიპენდიო პროგრამა, იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა და ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით.

თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება, საქართველოს მხრიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და იტალიის მხრიდან - თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის და იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ.

საკონკურსო განაცხადების მიღება 2019 წლის 20 იანვრის შემდეგ დაიწყება. ვრცელი ინფორმაცია კონკურსის ვადების, კონკურსში მონაწილეობის პირობების, შეფასების პროცესისა და კრიტერიუმების, წარმოსადგენი დოკუმენტაციისა თუ სხვა საკითხების შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები: სამაგისტრო პროგრამაზე - აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი; ხელოვნება. ხოლო, სადოქტორო პროგრამაზე -პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების შეზღუდვის გარეშე.

შერჩეულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ვადებისა და პირობების შესახებ დაინტერესებულმა პირებმა თავად უნდა მიმართონ პარტნიორ უნივერსიტეტებს:

1. Università degli Studi di Catania/კატანიის უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Maria Alessandra RAGUSA (maragusa@dmi.unict.it)
ვებგვერდი https://www.unict.it/

2. Università degli Studi dell’Aquila/ლაკვილას უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Ms. Anna Tozzi (anna.tozzi@gmail.com; anna.tozzi@univaq.it)
ვებგვერდი http://www.univaq.it/

3. Università Mediterranea di Reggio Calabria/კალაბრიის უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Mr Francesco Carlo Morabito (morabito@unirc.it)
ვებგვერდი http://www.unirc.it/

4. Università degli Studi della Tuscia/ტუსციის უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Angella Fattoreti (fattoretti@unitus.it), Nicolo Merendino (merendin@unitus.it)
ვებგვერდი http://www.unitus.it/

5. Università degli Studi del Piemonte Orientale - Amedeo Avogadro/აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Laura Dellora (laura.dellora@uniupo.it)
ვებგვერდი https://www.uniupo.it/

6. Universita di Trento/ტრენტოს უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Grazia Callovini (grazia.callovini@unitn.it)
ვებგვერდი https://www.unitn.it/

7. L’Università degli Studi di Bari Aldo Moro /ბარის უნივერსიტეტი
საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Orsola Castoro (orsola.castoro@uniba.it)
ვებგვერდი https://www.uniba.it/

8. Universita Degli studi “G. d’annunzio” Chieti-Pescara/კიეტის უნივერსიტეტი
საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Glauco Conte (international@unich.it)
ვებგვერდი https://www.unich.it/
 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678