News

 

რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულთათვის

10355
  • 28 November 2022
რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულთათვის

უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები: ნინო სულავა და მაია ასათიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან  ერთად, უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ანა მარია შიკომ სტუდენტებს უნგრეთის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამა ,,Stipendium hungaricum’’ გააცნო და ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,უნგრეთი და ევროინტეგრაცია“. ხოლო ცენტრის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამების, საკონკურსო ვადებისა და პროცედურების შესახებ. 

Stipendium hungaricum არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პარტნიორული სასტიპენდიო პროგრამა, რომლის შედეგადაც, 2017 წლიდან დღემდე, საქართველოდან 300-ზე მეტმა სტუდენტმა გააგრძელა სწავლა უნგრეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, მათი ერთი ნაწილი უკვე დაბრუნდა ქვეყანაში და წარმატებით ახდენს მიღებული ცოდნის რეალიზებას.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

2023-2024 სასწავლო წლისთვის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციები მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე.

პროგრამამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოგვიანებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქედის საჯარო სკოლაშიც, სადაც ცენტრის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ინფორმაცია მიაწოდეს უნგრეთის უნივერსიტეტებში საბაკალავრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების შესახებ.

 

*ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტომასალა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678