News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

16054
  • 5 August 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

5 აგვისტოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ამავე ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ცენტრი ასოციაციას გადასცემს საგრანტო თანხას მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.

მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებისა და   წევრთა პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასოციაციის წევრებს  შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტები ამ პროგრამით განსაზღვრულ თემატიკაზე, ასოციაციის მიერ კონკურსის წესით გაცემული გრანტებითა და სხვა თანადაფინანსებით.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ასოციაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები. თუმცა პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლებელია როგორც ასოციაციის არაწევრი პირების, ისე ცენტრის იმ სტიპენდიატების ჩართვა, რომელთაც ჯერ სწავლა არ დაუსრულებიათ.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია:

  • რეგიონული განვითარება;
  • ინოვაციების ხელშეწყობა;
  • განათლება;
  • ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები;
  • ჯანდაცვა;
  • კონფლიქტები;
  • გარემოს დაცვა.

თითოეულ პროექტზე დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 25,000 ლარს (თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში),  ან 15 000 ლარს (თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში). აპლიკაციების მიღება შესაძლებელი იქნება 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრობითობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით.  წარმოდგენილ პროექტებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისია შეაფასებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მისიაა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით, გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678