ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამით დაინტერებულთა და საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ: გაცნობებთ, რომ წელს საქართველო პირველად შეუერთდა ერთიან პლატფორმას "Etudes en France"-ს, რომლის საშუალებითაც, კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გააგზავნონ განაცხადები ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში. (იხ.
http://bit.do/fSj5B).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულის შესაბამისად, შეიცვალა სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები. სამაგისტრო პროგრამებზე (Master 1 და Master 2 ) რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 17 იანვარი.
აქვე გაცნობებთ, რომ ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!