განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.
მისამართი თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, მეორე სართული, ელ.ფოსტა info-iec@iec.gov.ge, საინფორმაციო ხაზის ნომერი 0322 97 01 97.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ეს პროგრამებია:
– საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 
– საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 
– საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 
– საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 
– სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 
– აკადემიური პროგრამები იტალიაში