News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

985
  • 19 July 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 15-მა თანამშრომელმა ქვეყნის 15 მუნიციპალიტეტიდან, პროფესიული განვითარების მიზნით, საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა.

პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირის სწავლების ფუნდამენტურ საკითხებს. პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ინსტიტუციური ჯაჭვი; ევროკავშირის უნიკალური ინსტიტუციური მოწყობა; ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავება, აღსრულება და მონიტორინგი; ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის საკანონმდებლო უფლებამოსილებების გამიჯვნა; ევროკავშირის სასამართლო სისტემა; ევროკავშირის გაფართოება, გაწევრების კრიტერიუმები და ეტაპები.

პროგრამის მონაწილეებს ევროკავშირის სწავლების შესაბამის მოდულში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სერტიფიკატები გადაეცათ.

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა განხორციელდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ქვეპროგრამის „ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთათვის 2024-2025“ ფარგლებში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის, 2023 წელს, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. 

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789