News

 

შეხვედრები მცირე საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

17104
  • 7 November 2019
შეხვედრები მცირე საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

4 და 5 ნოემბერს, განათლების საერთაშორისო ცენტრში, კურსდამთავრებულთა ასოციაციის მცირე საგრანტო კონკურსის მონაწილეებთან შედგა შეხვედრები. კონკურსი ასოციაციამ ცენტრის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. საკონკურსო კომისიამ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს შორის 9 საუკეთესო პროექტი შეარჩია, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

მცირე საგრანტო პროგრამის მიზანი კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.
მცირე საგრანტო პროგრამაში მონაწილეობენ ასოციაციის წევრები (წევრთა ჯგუფები), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789