დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე, კერძოდ:
- საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2020-2021- 13 გამარჯვებული;
- საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2020-2021- 4 გამარჯვებული;
- საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2020-2021- 3 გამარჯვებული;
- საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021-5 გამარჯვებული;
ამავდროულად, 2020-2021 სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:
- სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) - 2020-2021- 54 გამარჯვებული;
- სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2020-2021- 9 გამარჯვებული (4 მიმდინარე);
- აკადემიური პროგრამები იტალიაში - 2020-2021- 6 გამარჯვებული;
- აკადემიური პროგრამები სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - 2020-2021- 2 გამარჯვებული;
ამჟამად მიმდინარეობს ,,ფულბრაიტის’’ სამაგისტრო პროგრამების კონკურსი, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს. მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს.
გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!
მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!