News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

12980
  • 17 September 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. 16 სექტემბერს, 13:00 საათზე, ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა პროგრამის პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიატებთან. 
 

მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
 

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შეტანის უფლება აქვთ ასოციაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები. (მათ, ვინც ჯერ არ არის ასოციაციის წევრი, შეუძლიათ ელექტრონულად შეავსონ წევრობის მოთხოვნის ფორმა: https://bit.ly/2z9v2gQ).
 

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია: რეგიონული განვითარება; ინოვაციების ხელშეწყობა; განათლება; ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები; ჯანდაცვა; კონფლიქტები; გარემოს დაცვა.

კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე (აპლიკაცია) შეიძლება შეადგინოს 25,000 ლარი თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში - 15,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789